ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

რუფოთი-ტელეფის წყალმომარაგების სისტემის პროექტისათვის დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩატარდა

24 ოქტომბერი, 2020

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ რუფოთი-ტელეფის წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად პროექტის ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა რუფოთი-ტელეფის წყალმომარაგების სისტემის წინასაპროექტო კვლევისათვის საჭირო ანალიტიკურ-დიაგნოსტიკური სამუშაოები უკვე ჩაატარეს.

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს რუფოთსა და ტელეფაში წყლის რეზერვუარის განსათავსებელი ადგილი, ჭაბურღილები, სათავო ნაგებობა, ასევე მიიღეს ინფორმაცია წყლის დებეტის შესახებ, რაც მათი ინფორმაციით საკმარისია რუფოთის მოსახლეობის, 850 ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად.

გააზიარე