ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლაში დისტანციური მომსახურეობის ელექტრონული პლატფორმა დაინერგა

19 ნოემბერი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს დისტანციურ მომსახურეობას ახალი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით სთავაზობს.

ელექტრონული მმართველობის სისტემა უკვე ამუშავდა და  საზოგადოებასა და საჯარო უწყებას შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

აღნიშნული პროგრამის საშუალებით, მოქალაქე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში განცხადების რეგისტრაციას, საკუთარი იდეის მერისთვის გაცნობას, დეტალური ინფორმაციის მიღებას მუნიციპალიტეტის მიერ განხოციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, შეძლებს დახმარების ოპერატიულად მიღებას ონლაინ რეჟიმში.

„მეტი ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა, შემცირებული დრო და ხარჯები, სწრაფი უკუკავშირი, თანამონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემის უპირატესობებია. სისტემა, ასევე, იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთი მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას. აღნიშნული სისტემის დანერგვის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამ ეტაპიანი პროექტი 7 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ელექტრონული პლატფორმის მიზანია მოქალაქებისთვის ხარისხიანი და კომფორტული მოსახურების მიწოდება,“ - აღნიშნა ბიზნეს ანალიტიკოსმა ცირა გასიტაშვილმა, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთიანი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესს უძღვებოდა.

გაგაცნობთ ვებგვერდებს, რომლების საშუალებითაც შეძლებთ აღნიშნული მომსახურეობების მიღებას:

განცხადების რეგისტრაცია- ms.gov.ge;

შენი იდეა ქალაქის მერს - idea.municipal.gov.ge;

მუნიციპალური პროექტების მონიტორინგი- build.municipal.gov.ge

მოქალქეთა ონლაინ დახმარება - ms.gov.ge

აღნიშნულ პროექტს თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.

გააზიარე