ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის 690 ათასი ლარი დაიხარჯა

25 ოქტომბერი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე წელს 108 პროექტის განხორციელებისათვის 690 000 ლარი დაიხარჯა.

ადგილობრივი ხელისუფლება პროექტების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, რათა ხარისხიანად და ვადებში შესრულდეს ყველა ის პროექტი, რაც მოსახლეობამ საერთო კრებებზე პრიორიტეტულ საკითხებად განსაზღვრა.

მონიტორინგის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი მირზა ქოჩიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ გოდერძი თურქაძე ალისუბნის ადმინისტრაცულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელ გზაზე გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს "საგოს" მიერ.

გააზიარე