ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლის ჩემპიონი მინი-ფეხბურთში ძევრის გუნდი გახდა

25 ოქტომბერი, 2020

თერჯოლის ჩემპიონი მინი-ფეხბურთში ძევრის გუნდი გახდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ძევრისა და თერჯოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო ორთაბრძოლა ძევრის გუნდის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მირზა ქოჩიაშვილმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ, საკრებულოში კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სოფიო ბუსკივაძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები თასებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

გააზიარე