• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
დღეს ალია ბარდაველიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
მემორიალზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ, სადაც მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს.
ალია ბარდაველიძე-ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანია, რომელიც 2008 წლის, რუსეთ - საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა და საკუთარი სიცოცხლე, ქვეყნის ერთიანობასა და მომავალს შესწირა.
ცხინვალთან დაეცა მაშინ, როდესაც რუსმა იერიში შანხაის დასახლებაზე მიიტანა, ასმეთაური ალია იქ იყო, შალვა დოლიძეც იქ ყოფილა. ცხონებულს დაუძახია ბარდაველიძე დამახმარეთო, ალია, რომ წასულა, თან სამი ჯარისკაციც წაუყვანია, მაშინვე მასთან მისულა. დახმარებია მეგობრებს, მაგრამ სხვის გადასარჩენად მისული, თვითონ დაიღუპა… უკან უნდა გამოსულიყვნენ, რომ რუსებს ,,`ლიმონკა" უსროლიათ და ალია მაშინ დაღუპულა.
ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა იგრძნონ ყურადღება, ზრუნვა და თანადგომა.