• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
✅თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილეებთან ერთად , სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა .
🔷თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებისგან სოფლებში, ამ დროისთვის არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, თანამშრომლებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა და მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა მოხდეს პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრა.
🔷სამუშო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა;
✅დაიწყო ქალაქ თერჯოლაში, პუშკინის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა, რომელიც რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
✅აქტიურ ფაზაშია თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები.პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 100 მეტრის რკონა-ბეტონის საფარი, ცხაურებითა და სანიაღვრე არხებით.
✅მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
✅უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით,სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ახალთერჯოლაში.
✅პროექტის ფარგლებშიწყლის ცენტრალური რეზერვუარი, დამცლელი და მიმწოდებელი მაგისტრალები, საქლორატორო, სატუმბი სადგური და ინდივიდუალური მრიცხველები მოეწყობა, რის შემდეგაც სასმელი წყლით 630 ოჯახი ისარგებლებს.
✅წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ნაგარევშიც.პროექტის ფარგლებში სასმელ წყალს 80 ოჯახი მიიღებს.
✅აღნიშნული ინფარსტრუქტურული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას.