• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
🌳🌳თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა.

🍀☘️გამწვანების აქციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი, მერის მოადგილეები და საკრებულოს თანამშრომლების ჩაერთნენ.

🌳🌳,,აქციის მიზანია ჯანსაღი გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ასევე ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ვიზრუნოთ საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე.“-აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.

☘️🍀აქციის მონაწილეებმა ქალაქის ტერიტორიაზე, კვიპაროსის ნერგები დარგეს.

🌳🌳თერჯოლის მერია, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარებას.