• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#


✅ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ თერჯოლაში, მე-3 ბაღის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით , მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

🏛️🏛️პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო.

✅სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა ,,მაქსიმუმი“ განახორციელებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 243 845 ლარს შეადგენს.

🏛️🏛️ბოლო პერიოდის განმავლობაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.