• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფელ ძევრში მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან, ერთად სოფელ ძევრში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც რეკრეაციული ზონის მოწყობაა დაგეგმილი.

შეხვედრას, მერის მოადგილე, მანუჩარ რობაქიძე, სოფელ ძევრის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი გოდერძი თურქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრო, სადაც დეტალურად განიხილეს განსახორციელებელი პროექტი.

ამ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „უნივერსალ პროჯეკტი“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია და მოეწყობა;

საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოპარკინგი
საინფორმაციო შენობა
საპიკნიკე ფანჩატურები
გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკი
მდ. ძევრულაზე გადასახედი, გამჭვირვალე კონსტრუქციით;
შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო
გარე განათების ქსელი

პროექტის მიზანია, ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგვარჯილეს მღვიმეების მიმდებარედ არსებული ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გარდაქმნა, რაც სოფელს ახალ შესაძლებლობს შემატებს.