• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
👤👥თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა.
✅შეხვედრები გოდოგნის, კვახჭირისა და ჭოგნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, რომელთაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოდერძი თურქაძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრო.
🗣️🗣️მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას ყველა იმ პროექტის დაფინანსებას, დაჰპირდნენ, რომლებიც თავად სოფლის მაცხოვრებლებმა დაასახელეს. გამოკვეთილი პრიორიტეტები კრების ოქმით დადასტურდება და პროექტების განხორციელებისათვის საჭირო პროცედურები უახლოეს მომავალში დაიწყება.
👉გოდოგნის მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, გარე განათების დამონტაჟება, მინი სტადიონების შემოღობვა, ბოგირების, ასევე საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა დაასახელა.
👉კვახჭირის მოსახლეობის სურვილის შესაბამისად სანიაღვრე სისტემისა და მინი სტადიონების მოწყობა, ასევე გარე განათების დამონტაჟება გადაწყდა.
👉ჭოგნარის მოსახლეობამ ერთხმად გარე განათების მოწყობა აირჩია.
🔊🔉შეგახსენებთ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის 690 000 ლარი გამოიყო.
✅სოფლის კრებები და კონსულტაციები 2022 წლის 4 მარტს დაიწყო და დღეს, 11 მარტს დასრულდა.
🦠🦠სოფლის საერთო კრებები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.