• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#


✔️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილეებთან ერთად , სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა . 🗣🗣მუნიციპალიტეტის მერმა, სფეროების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიებებისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოისმინა ინფორმაცია . 👤👤სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, გოდერძის თურქაძის თქმით ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში სულ 81 პროექტი გამოვლინდა, რომელიც უკვე დამტკიცებულია საკრებულოს მიერ. საპროექტო მომსახურების შესყიდვა და შესაბამისი მასალების მიწოდება მოსახლეობისთვის უახლოეს პერიოდში მოხდება. ✔️გარდა ამისა, რგფ-დან დღეის მდგომარეობით დაკონტრაქტებულია და დაწყებულია სამუშაოები შემდეგ ობიექტებზე; 🔹სოფელ თუზი-თავასის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; 🔹სოფელ ახალთერჯოლის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები; 🔹სოფელ ზედა საზანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა; 🔹სოფელ ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; 🔹სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ნაგარევის წყლის მაგისტრალზე. პროექტის ფარგლებში სასმელ წყალს 80 ოჯახი მიიღებს . 🔹ქალაქ თერჯოლაში, პუშკინის ქუჩაზე არსებული გზის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. 🗣🗣სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ა(ა)იპის ხელმძღვანელებისგან ამ დროისთვის არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში უშუალოდ ჩაერთვება. ✔️ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა თითოეულ სამსახურს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები განუსაზღვრა.
🔹სოფელ თუზი-თავასის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; 🔹სოფელ ახალთერჯოლის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები; 🔹სოფელ ზედა საზანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა; 🔹სოფელ ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; 🔹სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ნაგარევის წყლის მაგისტრალზე. პროექტის ფარგლებში სასმელ წყალს 80 ოჯახი მიიღებს . 🔹ქალაქ თერჯოლაში, პუშკინის ქუჩაზე არსებული გზის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. 🗣🗣სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ა(ა)იპის ხელმძღვანელებისგან ამ დროისთვის არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში უშუალოდ ჩაერთვება. ✔️ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა თითოეულ სამსახურს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები განუსაზღვრა.