• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
🚰🚰თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგარევში უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
👤👥მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილეებთან, მანუჩარ რობაქიძესთან და მირზა ქოჩიაშვილთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
✅ნაგარევში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შპს ,, უნიმშენი" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სასმელ წყალს 80 ოჯახი მიიღებს.
👉დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, სოფელ თუზი-თავასის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 100 მ რკინა-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები და ცხაურები.
🛣️🛣️გზის რეაბილიტაცია სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჯეო როუდ ინვესტი", ახორციელებს და მიმდინარე წელს დასრულდება.