• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
✅დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, მოადგილესთან მანუჩარ რობაქიძესთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს, მადონა ბასილაძესა და დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, თამთა ჩეჩელაშვილს შეხვდა.
✅შეხვედრის დროს , საუბარი შეეხებოდა მხარეების მიერ განხორციელებულ საქმიანობას, საერთო ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს, ასევე ისაუბრეს მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შესაბამისობაზე თანასწორობის პრინციპთან, ნარჩენების მართვის, მიუსაფარი ცხოველების საკითხებზე.
✅თერჯოლის მერმა, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
✅შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.