დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილეებთან ერთად, სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.
,,ჩემთვის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში მუშაობის სამართლიანი და თანასწორი პრინციპების გააზრება, რომელიც ზრდის ეფექტურად და წარმატებით მუშაობის შესაძლებლობას. ცხოვრების დიდი ნაწილი სამართლისა და სამართლიანობის დაცვის მიმართულებაზე ვიმუშავე, დაწყებული ყველაზე დაბალი პოზიციიდან, დამთავრებული სამსახურის /განყოფილების უფროსობამდე, რაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ კარგად მესმის საჯარო სამსახურის მუშაობის ძირითადი მიმართულებები.“-აღნიშნა სოსო არაბიძემ.