1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,თერჯოლაში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
საბავშვო გასართობი პროგრამა:
11:00 - 18:00 საათი - მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, მრავალფეროვანი ატრაქციონები, გასაბერი და სპორტული ბატუტი, ცხენების კარუსელი, მუსიკალური ჩაიდანის, ჰოკეის, აიწონას, კალათბურთის აპარატები.
გაიმართება დრამერების და საპნის ბუშტების შოუ.
პატარებს გაართობს შოუს წამყვანი და ოჩოფეხი , ზღაპრის გმირებთან ერთად.
11:00 საათი - დღის ბოლომდე - მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასფალტზე ხატვა, სახის მოხატვა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
12:00 საათი - მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის რობოტექნიკის კლუბის საჩვენებელი გამოფენა, დრონების შოუ, 3D პრინტერი მასტერკლასი (ობობა და ოტო რობოტები, STEAM პროექტები, ჭკვიანი სახლის პრეზენტაცია).
13:00 საათი - ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში, ამფითეატრის სცენაზე გაიმართება მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „იმედის“კონცერტი, ხელმძღვანელი ზურა რიჟამაძე.
15:00 საათი - კულტურის სახლის დარბაზის სცენაზე წარმოდგენილი იქნება კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“- ის მე - 5 კლასის მოსწავლეების ლიტერატურულ - მუსიკალური საღამო „ბავშვები ბავშვებისათვის“. მოწვეული იქნებიან და ღონისძიებაში ჩაერთვებიან ადგილობრივი დღის ცენტრების „იმედის სხივი“ და „საპოვნელას“ აღსაზრდელები.
(უამინდობის შემთხვევაში, ღონისძიებები სპორტის სასახლეში ჩატარდება)