• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

აგვისტოს ომის გმირს,ალია ბარდაველიძეს დღეს 40 წელი შეუსრულდებოდა

4 აპრილი, აგვისტოს ომის გმირის ,ალია ბარდაველიძის დაბადების დღეა.

დღეს ალია ბარდაველიძეს 40 წელი შეუსრულდებოდა .

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან, მოადგილესთან ,ზვიად ბაზაძესთან და საკრებულოს  დეპუტატთან, გოჩა ვერულაშვილთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.

მემორიალზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ, სადაც მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს. ალია ბარდაველიძე-ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანია, რომელიც 2008 წლის, რუსეთ - საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა და საკუთარი სიცოცხლე, ქვეყნის ერთიანობასა და მომავალს შესწირა.

ალია ბარდაველიძე გაიხსენეს მისი მშობლიური სკოლის მოსწავლეებმაც, აღსანიშნავია რომ ზედა სიმონეთის სკოლას ალია ბარდაველიძის სახელი აქვს მინიჭებული,ასევე  მის სახელს ატარებს ქუჩა ,რომელზეც  აგვისტოს ომის გმირი დაიბადა და გაიზარდა.

 

ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებსომში დაღუპული გმირების  პატივსაგებად,  გმირების არდავიწყება და მათ ოჯახებზე  ზრუნვა და თანადგომა ჩვენი ვალია -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა..

#