• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ახალთერჯოლაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

#გაიგერაკეთდება

#განავითარეშენისოფელი

#თერჯოლა2022

#ახალთერჯოლა

🔶თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალთერჯოლაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. 

🔶მიმდინარე წელს უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო და პროცესი  ინტენსიურად მიმდინარეობს.

🔶პროექტის ფარგლებში,წყლის ცენტრალური რეზერვუარი, დამცლელი და მიმწოდებელი მაგისტრალები, საქლორატორო, სატუმბი სადგური და ინდივიდუალური მრიცხველები მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით 630 ოჯახი ისარგებლებს.

🔶სოფელ ახალთერჯოლაში სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება, რომლის ღირებულება 2 138 227 ლარს შეადგენს.

🔶თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

🔶„სოფლის მხარდაჭერი’’პროგრამის ფარგლებში, სოფელ ახალთერჯოლაში მინი სტადიონი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორები მოეწყო. 

🔶აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას .

#