თერჯოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
თერჯოლაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, პატარებს ბავშვთა დღე მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
საბავშვო გასართობი პროგრამის ფარგლებში,ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო გასართობი სივრცე, მრავალფეროვანი ატრაქციონები, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა,სახის მოხატვის აქტივობა.
პატარების სახალისო განწყობაზე,მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდა დრამერების და საპნის ბუშტების შოუს წამყვანები, ოჩოფეხი , ზღაპრის გმირებთან ერთად.
მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის რობოტექნიკის კლუბის ხელმძღვანელის, ერეკლე კირკიტაძის ორგანიზებით, გაიმართა დრონების საჩვენებელი გამოფენა, 3D პრინტერი მასტერკლასი , STEAM პროექტების და ჭკვიანი სახლის პრეზენტაცია .
ამფითეატრის სცენაზე ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „იმედის“კონცერტი,ხოლო მოგვიანებით, ღონისძიებები დაასრულა კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“- ის ლიტერატურულ - მუსიკალურმა საღამომ „ბავშვები ბავშვებისათვის“. აღსანიშნავია ,რომ ღონისძიებაში ჩაერთნენ ადგილობრივი დღის ცენტრების „იმედის სხივის“ და „საპოვნელას“ აღსაზრდელები.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აქტივობები , მერიის განათლების,კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.