თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარში ძეგლი ,, დედის ლოცვა" გაიხსნა. ძეგლის გახსნის ცერემონიას იმერეთის რეგიონიდან და მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ძეგლის შექმნის იდეა , ადგილობრივ ბიზნესმენ იორამ აბულაძეს ეკუთვნის, ხოლო მისი ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვიძია. ,,დედის ლოცვის" გახსნის შემდეგ სოფელ ჩხარის ცენტრში მხატვრული ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და ააიპების ჩართულობით მოეწყო.