• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

🔔🔔დღეს თერჯოლაში ბოლო ზარი 314 კურსდამთავრებულისთვის დაირეკა

🎓🎓ემოციებით დატვირთული დღე და ბოლო ზარი თერჯოლაში

🔔🔔დღეს თერჯოლაში ბოლო ზარი 314 კურსდამთავრებულისთვის დაირეკა.

🔶საზეიმო ღონისძიებებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან შეყრილაძე შეუერთდნენ.

🔶ხელმძღვანელმა პირებმა, კურსდამთავრებულებს, სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს .

💬💬,,მინდა ყველა მოგილოცოთ სკოლის დამთავრება, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.წინ საინტერესო დღეები გელოდებათ, ახალი გამოწვევებით, შესაძლებლობებით, მეგობრებითა და ურთიერთობებით. ბევრი იშრომეთ, ისწავლეთ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. ვისურვებდი თქვენი შესაძლებლობები ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის გამოიყენოთ.“-თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე.

👨‍👨‍👦‍👦👨‍👩‍👦‍👦ახალგაზრდებმა საყვარელ გარემოში გატარებული წლები გაიხსენეს,თანატოლებს მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, მადლობა გადაუხადეს აღმზრდელ პედაგოგებს და სკოლის კედლები მომავლის წარმატების იმედით დატოვეს.

🎓🎓საზეიმო ღონისძიებებს საკრებულოს წევრები, ელისო მურადაშვილი, ნინო ჩხიკვაძე, მანუჩარ ფანჩულიძე, ჯემალ ისაკაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

#