• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

✔️დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ მორიგი სამუშაო თათბირი გამართა



👤👥სამუშაო შეხვედრას, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, სამსახურისა და განყოფილების უფროსები, მერის წარმომადგენლები და ა(ა)იპის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

🔷შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში მოითხოვს რეაგირებას.

🗣️🗣️ხელმძღვანელმა პირებმა წარმომადგენლებს დაავალეს, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, მოითხოვეს, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს თითოეული მოქალაქის პრობლემების მოგვარებას.

🔷თათბირზე, ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.

🗣️🗣️როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გოდერძი თურქაძემ აღნიშნა, ყველა პროექტი ხარისხისა და ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს.

🔹#აქტიურ ფაზაშია ქალაქ თერჯოლაში #მესამე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები;

🔹#დასკვნით ეტაპზეა ქალაქ თერჯოლისა და ღვანკითის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

🔹#უახლოეს დღეებში დასრულდება სოფელ სარბევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

🔹#დასრულებულია სოციალურად შეჭირვებული #ცხრა ოჯახისათვის სახლების მშენებლობა.

🔻სამუშაო შეხვედრაზე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, დიანა ფოცხვერაშვილმა სოციალური პროგრამების განხორციელების შესახებ შეფასება გააკეთა და მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვაზე ისაუბრა.

✔️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით, სოციალური მიმართულებით, ოჯახების გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წელს საბარბარობო ნობათს 100-მდე ბენეფიციარი მიიღებს,ასევე მოხდება საახალწლოდ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციართა ოჯახების დახმარება.

#