• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილეებთან ერთად, სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

👤👥დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილეებთან ერთად, სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
👉სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისგან შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
🗣️🗣️ლაშა გოგიაშვილმა, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, ასევე პროექტების მიმდინარეობის პროცესიც შეაფასა და თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები მისცა.
🗣️🗣️თათბირზე ყურადღება გამახვილდა, მიმდინარე წელს "სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელ პროექტებზე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შესაბამისი რეკომენდაციებიც მიეცა.
✔️პროგრამის ფარგლებში, კრებებზე მოსახლეობა შეთანხმდა სოფლის საჭიროებებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე. საერთო კრებები უკვე დასრულდა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოქმს, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური განიხილავს და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს, რის შემდეგაც დაიწყება, სოფლებში მცირე პროექტების განხორციელება.
🔉🔉შეგახსენებთ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის 690 000 ლარი გამოიყო.
✔️სამუშაო შეხვედრაზე, ინფორმაციების მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა, თითოეული სამსახურისა და ა(ა)იპის ხელმძღვანელს, მომავალი კვირის განმავლობაში სფეროების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა დაავალა.
◾თათბირზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რიკოთზე მომხდარი ავარიის შედეგად , დაღუპულ იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ხსოვნას, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი, მიხეილ მაჩიტიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი იყო.
#