• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ძევრის საჯარო სკოლის თეატრალური დასის მონაწილეობით სპექტაკლის პრემიერა ,,სამანიშვილის დედინაცვალი“ გაიმართა.

დღეს, კულტურის სახლის დარბაზში, ძევრის საჯარო სკოლის თეატრალური დასის მონაწილეობით სპექტაკლის პრემიერა ,,სამანიშვილის დედინაცვალი“ გაიმართა.
სპექტაკლში ძევრის საჯარო სკოლის მე-10 , მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
#რეჟისორი - ტატო პატარიძე
#ფინანსური მხარდამჭერი ზვიად მეფარიძე
დღესვე, ძევრის საჯარო სკოლის მიერ მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმის ,,შინდისის“ ჩვენება მოეწყო, რომელმაც თბილისის საბავშვო ფესტივალზე დამსახურებული ჯილდო მოიპოვა.
წარმოდგენას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დავით გოგბერაშვილი და ნინო ჩხიკვაძე, ასევე ძევრის ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი მანუჩარ ფანჩულიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის დასასრულს, მანუჩარ რობაქიძემ, ძევრის საჯარო სკოლას, რეჟისორსა და ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
ინფორმაციულად; მიმდინარეობს ძევრის საჯარო სკოლის პროექტირება, რომლის მშენებლობაც, უახლოეს პერიოდში დაიწყება. სკოლა 180 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
#