🔷დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე უძღვებოდა.
🔶თათბირს მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ასევე ა(ა)იპ -ების ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🔷ხელმძღვანელმა პირებმა სფეროების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიებებისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. 
🔶მერის წარმომადგენლებს დაევალათ პირად კონტროლზე აიყვანონ თითოეული მიმდინარე პროექტი და ყოველდღიურ რეჟიმში მოხდეს ინფორმაციის მოწოდება, ასევე მაქსიმალურად განხორციელდეს მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მათი პრობლემების მოგვარება.
🔷თათბირზე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, დიანა ფოცხვერაშვილმა თანამშრომლებს სისხლის უანგარო დონაციის აქციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია . აქციაში მონაწილეობის მსურველებს უფასოდ ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ანალიზი; სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორის დადგენა, ასევე c ჰეპატიტი B ჰეპატიტ აივ ინფექცია .
👉სისხლის გადასხმის  საქალაქო სადგურის ორგანიზებით აქცია 15 ნოემბერ , 11:00 საათზე, ქალაქ თერჯოლაში , სპორტის სასახლეში გაიმართება.
🔷როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის 2  ლოკაციაზე  სექციური სიჩქარის მზომი ვიდეოკამერები ჩაირთო, რაც უზრუნველყოფს საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვით გადაადგილებას.
🔶სექციური სიჩქარის მზომი ვიდეოკამერა ავტობანზე  თერჯოლის გადასახვევიდან, სოფელ ქვედა სიმონეთამდე 2 ლოკაციაზე ამუშავდა.
👤👥დღესვე, ხელმძღვანელი პირები მერიის თანამშრომლებთან ერთად ფარმაცევტული კომპანიის ,,GM PHARMA”-ს  წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში უფასო მედიკამენტებს მიიღებს;
🔻გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების;
🔻ფილტვის ქრონიკული დაავდებების;
🔻დიაბეტი (ტიპი 2)
🔻ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების 
🔻ეპილეფსიის;
🔻პარკინსონთა დაავადების მქონე ადამიანები.
✅აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს, ასევე დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდნ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505)