სოფელ ეწერში შიდასაუბნო
გზის
რეაბილიტაცია დაიწყო.
ეწერში , ახალი უბნის 1000 მეტრიან გზის მონაკვეთზე არმირებული ბატონის საფარი იგება.
სამუშაოებს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე გაეცნო,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან და
ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
ახალი უბნის
საავტომობილო გზის მოწესრიგების სამუშაოებს ასრულებს შპს,,ჯეო როუდ ინვესტი“ , სამუშაოების ღირებულება 210527 ლარია, პროექტი გარდამავალია და დასრულდება 2026 წელს;
საგზაო პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით
ხორციელდება.