• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

გოდოგანში ეკლესიასთან მისასვლელი გზა რეაბიტირდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში  გზების რეაბილიტაცია გრძელდება.

საგზაო  ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში ,დღეს  მუნიციპალიტეტის მერი,მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან ,გიორგი ბარათაშვილთან ერთად,  სოფ გოდოგანში იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა გოდოგანში ,ხორხის უბნის მშენებარე გზა დაათვალიერეს, სადაც არმირებული ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს აწარმოებს შპს  ,,გი-ან 2011“. კეთილმოწყობილი გზით 250 ოჯახი ისარგებლებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს    ქალაქში - ჯაბიძის და სულხან-საბას ქუჩებზე, ასევე  მუნიციპალიტეტის   რამდენიმე სოფელში.

სამუშაო შეხვედრას   მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე-ზვიად ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -დავით გოგბერაშვილი,გოდოგნის დეპუტატი გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდნენ.

#