გოდოგანში საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
სოფელ გოდოგანში საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ჭიჭინაძე -ბრეგაძეების საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს ,, გიან-2011" აწარმოებს. პროექტი გარდამავალია და 2025 წელს დასრულდება. საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა.მონიტორინგზე მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.