თერჯოლის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 70 წელს გადაცილებულ , 100-მდე მარტოხელა მოხუცს სააღდგომო ამანათები გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილთან ერთად, რამდენიმე ბენეფიციარს პირადად ესტუმრა, დამდეგი აღდგომის დღესაწაული მიულოცა და ამანათები გადასცა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა , ხანდაზმულ მოქალაქეებზე ზრუნვა და მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.