თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე,საკრებულოს
თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად, ვაჟა კუბლაშვილის
სახელობის სამუსიკო-საგანმანათლებლო სკოლასთან არსებულ ფოლკლორული ანსამბლი ,,ჭიუხის" სოლო კონცერტს
დაესწრნენ.
ფოკლორული ანსამბლი
2023 წელს, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა,
,, ჭიუხს“ გულთამზე
კუბლაშვილი და რამაზ მენმანიშვილი ხელმძღვანელობენ და ამჟამად, ანსამბლი 27 ახალგაზრდას
აერთიანებს.
მუნიციპალური ანსამბლი აქტიურად არის ჩართული ქართული
ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში, კონცერტებს მართავს საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში, მონაწილეობს ფესტივალებსა და კონკურსებში, არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული
და არაერთგზის ლაურეატი. სამუსიკო-საგანმანათლებლო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა
,,ჭიუხმა" მონაწილეობა მიიღო ქალაქ ხობში გამართულ ხელოვნების კონკურს-ფესტივალზე ,,ჰარიდა,"
ანსამბლს II პრემია და ლაურეატის წოდება მიენიჭა, ამ ეტაპზე მუსიკალური პროექტის
,, სხვა საქართველო სად არის “ ფინალისტია, ივნისის თვეში კი მიწვეული არიან კონკურს ფესტივალზე ქობულეთში.