მანუჩარ რობაქიძემ ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაში ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხე
ლშეწყობის საბჭოს კუეიჭოუს პროვინციის ექსპო ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან.
თერჯოლის მერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობას, ასევე რეგიონის ბიზნესასოციაციებსა და ღვინის საწარმოებთან პარტნიორობას.
მანუჩარ რობაქიძემ საქართველო-ჩინეთის, მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმრებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ნიკა კვერნაძე, იმერული ღვინის ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთევან ჯურხაძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანუჩარ რობაქიძემ ჩინეთის დელეგაციის წევრებს თერჯოლის მეღვინეობა ,, ხარება“ დაათვალიერებინა .