თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ
, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, ზედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში,
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.მუნიციპალიტეტის მერმა,
საქმისმწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან,
მიმდინარე საგზაო პროექტის დეტალების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
რეგიონული განვითარების
ფონდიდან,ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს ადმინისტრაციულ
ერთეულში მიმდინარეობს ჩიხორი-შიმშილაქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია არმირებული
ბეტონის საფარით. პროექტის ფარგლებში მოეწყობა
კილომეტრამდე გზა, რომლითაც 1000 ზე
მეტი ადგილობრივი ისარგებლებს.პროექტის ღირებულება შეადგენს 150 000 მდე ლარს.
შეხვედრას ზედა
საზანოს მაჟოროტარი დეპუტატი-დავით გოგბერაშვილი და მერის წარმომადგენელი -გიორგი ჩუბინიძე
დაესწრნენ.