• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

,,მოყვარულთა ლიგის" ფარგლებში ''ეწერი'' თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩემპიონია

⚽⚽საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - „მოყვარულთა ლიგის“ ფინალური მატჩი გაიმართა

👉„მოყვარულთა ლიგა“ არის ოფიციალური
სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, დიდ ფეხბურთში , რომლის ორგანიზებასაც ახორციელებს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად.

🏃🏃‍♂️ჩემპიონატის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში; ფეხბურთის მასობრიობა; ახალგაზრდებისა და ვეტერანი სპორტსმენების ჩართულობა.

🥅🥅პროექტის ფარგლებში, დღეს თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე სოფელ ქვედა სიმონეთისა და ეწრის გუნდები შეხვდნენ.

👤👥საფეხბურთო მატჩს მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი, გურამ თურქაძე, თანამშრომლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

🏆🏆ფინალური მატჩი სოფელ ეწრის მოყვარულთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომლის შემდეგ მონაწილე გუნდებს შესაბამისი პრიზები და სიგელები გადაეცათ.

👉მიმდინარე საფეხბურთო მატჩებს ორგანიზებას, თერჯოლაში მოყვარულთა ლიგის წარმომადგენელი, ლუკა თურქაძე უწევდა.

✅პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

#