მუნიციპალიტეტის მერიმა გმირების დედებს და მეუღლეებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა
თერჯოლაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს და მეუღლეებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, აფხაზეთის და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს და მეუღლეებს ესტუმრა, ქალთა დღესასწაულები მიულოცა და ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.