• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა

თერჯოლაში , სახლდაზიანების პროგრამის ფარგლებში ,

  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  8   სოციალურად დაუცველ  ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი  გადაეცა.    ოჯახებს, ახალი სახლები  მუნიციპალიტეტის მერმა  მანუჩარ რობაქიძემ  პარლამენტარ ზვიად შალამბერიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩძესთან ერთად გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა .                                                                                                                                                                                                   


 2025 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან  400 000 ლარი იყო გამოყოფილი.


სოციალური პროგრამა, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან ხორციელდება, ითვალისწინებს ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ან შეძენას მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთა სახლები დაზიანების მასშტაბის გამო დემონტაჟს ექვემდებარება.


პროგრამის ამოქმედდებიდან დღემდე  ახალი საცხოვრებელი სახლი უკვე 50 ოჯახს გადაეცა.


 თერჯოლაში სახლდაზიანების პროგრამა გრძელდება და 2026 წლის ბოლოს, ახალ სახლს კიდევ 6 სოციალურად დაუცველი ოჯახი  მიიღებს.

#