• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თერჯოლაში გამართული მთავარი საახალწლო ღონისძიება უკვე დასრულდა

🎇🎆პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თერჯოლაში გამართული მთავარი საახალწლო ღონისძიება უკვე დასრულდა.

🎄🎄მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაეთვალიერებინათ.

🎅🎁მოეწყო საბავშვო სივრცეები, ორკესტრის მსვლელობა, წარმოდგენები, ღონისძიებაზე მოსული პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა.

🔶დღესვე ღონისძიებაზე საპატიო თერჯოლელელბის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაც გაიმართა.

🗣️🗣️საპატიო თერჯოლელები საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად წარუდგინა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

,,ჩემო თერჯოლელებო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! მჯერა , რომ 2023 წელი სასიკეთო ცვლილებების, კიდევ უფრო მეტად საქმიანი და ახალი შესაძლებლობების მომტანი იქნება. წინ საინტერესო გამოწვევები გველის, რომელსაც ჩვენი ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, შრომითა და ერთმანეთისადმი სიყვარულით გავუმკლავდებით და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქის წინსვლასა და განვითარებას“-მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე.

🔶თერჯოლის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ;
👉ნარგიზი ცქიფურიშვილი
👉პაატა მხეიძე
👉ომარ ნიშნიანიძე
👉დემირი დოლაკიძე

🎆🎇დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობას ინდივიდუალური შემსრულებლები; მაგდა ნიკოლეიშვილი, რუსა მორჩილაძე, აჩიკო ნიჟარაძე და დავით მაზანაშვილის ბენდი იღებდა.ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

#