• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ქალაქ თერჯოლაში #3 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

🔶დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, #მანუჩარ რობაქიძემ ქალაქ თერჯოლაში #3 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, დეტალურად გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და სამუშაოების ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ ისაუბრა.

🔶სამუშაო შეხვედრაზე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი, მაია თორთლაძე იმყოფებოდნენ.

🔶როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ განაცხადა ,, პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით. #ამ დროისთვის შიდა სივრცის მოპირკეთება და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.“

🔶აღნიშნული პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

#