• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

📌ქალაქ თერჯოლის #3 საბავშვო ბაგა-ბაღი ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

📌ქალაქ თერჯოლის #3 საბავშვო ბაგა-ბაღი ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

🔶დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა #მანუჩარ რობაქიძემ , მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო მურადაშვილთან და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელთან, მაია თორთლაძესთან ერთად #3 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, დეტალურად გაეცნო შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და დამატებითი საჭიროებების შესახებ ისაუბრა.

🔷პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და ასევე აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.

🔶აქვე გაცნობებთ, რომ მესამე ბაღთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერი . პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარი, ქვეითთა გადასაადგილებელი ბილიკი და სანიაღვრე სისტემა.

🔷აღნიშნული პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ღირებულება 2 243 845 ლარს შეადგენს.

#