ქართლოს ჭუმბურიძის თასის მფლობელი ზედა სიმონეთის გუნდი გახდა
სოფელ სათემოში, ახლადგახსნილ მინი მოედანზე, ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის მე-11 ტრადიციული ტურნირის ფინალი გაიმართა მინი ფეხბურთში. თასის დასაუფლებლად წელს 10
გუნდი იბრძოდა. გამარჯვება კი ზედა სიმონეთის გუნდმა მოიპოვა , მეორე და მესამე ადგილებზე, სოფელ ნახშირღელეს და სათემოს გუნდები გავიდნენ .
გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და ირფფ-ის პრეზიდენტმა დავით რუხაძემ გადასცეს. ფედერაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა,ასევე ქართლოს ჭუმბურიძის ოჯახის წევრებმა, ტურნირის 9 სხვასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.
სპორტული ღონისძიება ირფფ-ის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ჩატარდა.