თერჯოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს.
 14 აპრილს
,  დედა ენის დღესთან დაკავშირებით  დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში , კულტურის სახლის
სცენაზე ღონისძიება  ჩატარდა.  დამსწრე საზოგადოებას  დედა ენის დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა . მანუჩარ
რობაქიძემ  ქართული ენის ისტორიის  და  უნიკალურობის
შესახებ  ისაუბრა  და    დასძინა
,თუ რა დიდი   მნიშვნელობა აქვს  საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით  მომავალი თაობისთვის  ქართული ანბანის დაცვას და პატივისცემას .
დედა ენის  დღე
ისტორიულ-რელიგიური რაკურსით მიმოიხილა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის   მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ . მან  თავის მიმართვაში ,  ეროვნული სიწმინდის - დედა ენის  გაფრთხილებისკენ  მოუწოდა ახალგაზრდობას.
თერჯოლელ საზოგადოებას დედა ენის დღე მიულოცეს საკრებულოს
თავმჯდომარე- გიორგი ბარათაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა-
ქეთევან შეყრილაძემ.
 დედა ენის დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გაგრძელდა  ადგილობრივი
შემოქმედებითი ჯგუფების  კონცერტით. ეროვნულ
მოტივზე აგებული პროგრამა წარმოადგინეს ხალხური     ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა :
,, საპოვნელა“
,,იმერეთი“
 ,,ჯეოგენი“
,,იმერეთი,,
,,მასპინძელო,,
,,იამე,,
,,ჭიუხი,,
რამდენიმე მუსიკალური  და საცეკვაო ნომერი შეასრულეს  ა(ა) იპ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური
ცენტრის აღსაზრდელებმა, ასევე  ეწრის ,ახალთერჯოლის
და სიქთარვის სკოლის უფროსკლასელებმა.
ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა
პირებმა ,საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, ქეთევან შეყრილაძესთან ერთად  წიგნებით დააჯილდოვეს  2022-2023  სასწავლო წლების კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეები.
დედა ენის დღისადმი  მიძღვნილ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით
ესწრებოდნენ, საქართველოს დამსახურებული პედაგოგები: დარეჯან სარალიძე და ეთერ ტურავა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ: მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს,რესურსცენტრის
,სკოლების , ა(ა) იპების თანამშრომლები და 
მოსწავლე-ახალგაზრდობა.
დედა ენის  დღის
კვირეულის ფარგლებში ,თერჯოლაში კიდევ რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.