• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

საახალწლო კონცერტი თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე ძველით ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრნენ. 


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თერჯოლისა და ტყიბულის მეუფე გიორგიმ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცეს. 


ღონისძიება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლის კულტურის სახლში გაიმართა. 


კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ფოლკლორული ჯგუფები, მუნიციპალური და საჯარო სკოლების ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. 


საახალწლო კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

#