• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

საფეხბურთო შიდა სასოფლო ჩემპიონატები გრძელდება

⚽⚽თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საფეხბურთო შიდა სასოფლო ჩემპიონატები გრძელდება.
⚽⚽️ვალერი გოგნაძის სახელობის, შიდა სასოფლო ფინალური მატჩი გაიმართა სოფელ ღვანკითის პირველობისთვის, რომელშიც ქარქაშაძეებისა და კუბლაშვილების უბნის მოყვარულთა გუნდები მონაწილეობდნენ, გამარჯვება კუბლაშვილების გუნდმა 4:3 მოიპოვა.
🔷ახალგაზრდული პროექტი, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაციას, უბნებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
🔶დღესვე, პროექტის ფარგლებში სოფელ ჩხარის პირველობისთვის უბნებს შორის ფინალური მატჩი გაიმართება.
⏰ფინალური მატჩის დასაწყისი 19:00 საათი
📍ჩხარის ცენტრალური სტადიონი
🏆🏆მერიის ინიციატივით, საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და მონაწილეობას მიიღებენ ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისათვის ასპარეზობაში, რომლის ფინალური შეხვედრები "ღვინის ფესტივალზე" გაიმართება.
#