• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სასაფლაოების მოწესრიგება გრძელდება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით , დღეს ქ.თერჯოლაში არსებული სასაფლაო და მისი მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
შეგროვილი ნარჩენები გატანილ იქნა დასუფთავების მუნიციპალური ცენტრის სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.
დღესვე, სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდა რუფოთში,ჩხარსა და ალისუბანში.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციები, მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება.
#