• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სათემოში ახალი მინი მოედანი გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში ახალი მინი მოედანი გაიხსნა,სადაც ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის მე-11 ტურნირი დაიწყო მინი ფეხბურთში. ტრადიციულ ტურნირზე, ქართლოს ჭუმბურიძის თასის დასაუფლებლად წელს 10 გუნდი იბრძოლებს. ტურნირის ფინალი 9 სექტემბერს გაიმართება.
ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის მოსახლეობას, ახალი მინი მოედნის დაპირება მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ გასულ წელს, ტურნირის ფინალზე მისცა.პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა,მისი ღირებულება 137550 ლარია. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 100 სკამი. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შპს ,,უნივერსალ ჯორჯიამ".
#