• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

საზანოში თვალის უფასო აქცია ჩატარდა

16 აპრილს ,თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს  ამბულატორიაში თვალის უფასო აქცია ჩატარდა.

საზანოსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პენსიონერებს  და მოქალაქეებს სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს  ქ.ქუთაისის ადეიშვილის კლინიკის ოფთალმოლოგებმა და ენდოკრინოლოგებმა.

     სოციალური აქცია  მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და მერიის სოციალური სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში უკვე მეორედ გაიმართა და  შემდგომშიც გაგრძელდება პერმანენტულად სხვა სოფლებში.

სოციალური აქციის მიზანია მოქალაქეებზე ზრუნვა და თანადგომა .

დღევანდელ სოციალურ აქციას  თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებიც ადევნებდნენ თვალყურს.

 

#