საზანოში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება
ოთხშაბათს,16 აპრილს , 11 საათიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოს ამბულატორიაში თვალის უფასო აქცია ჩატარდება.
საზანოსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პენსიონერებს გამოკვლევებს ჩაუტარებენ ადეიშვილის კლინიკის ოფთალმოლოგები და ენდოკრინოლოგები.
სოციალური აქცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.