• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლებით, საგანმანათლებლო პროექტი (SIYB) “დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” დაიწყო

👩🏻‍💻👨‍💻შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლებით, საგანმანათლებლო პროექტი (SIYB) “დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” დაიწყო.

📄📑პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მიმდინარე 5 დღიან საგანმანათლებლო ტრენინგში მონაწილეობას თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18-დან 40
წლამდე მოქალაქეები იღებენ.

👩🏻👩🏻ტრენინგს, რომელსაც სერტიფიცირებული ტრენერი მაკა ცერცვაძე უძღვება, მიზნად ისახავს
ბიზნეს იდეეების გენერირებას, მათგან საუკეთესოს არჩევას, ასევე მარკეტინგული გეგმის შემუშავებასა და ბიზნეს გეგმის დაწერას.ამასთანავე, ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან საქართველოში საგრანტო პროგრამებს და დაფინანსების წყაროებს.

👤👤მიმდინარე პროცესს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან ერთად შეუერთდა. ორგანიზატორებსა და მონაწილეებს წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით ახალგაზრდებს მხარდაჭერას დაჰპირდა.

👩🏻‍💻👨‍💻ტრენინგის შემდეგ, თითეულ მონაწილეს უკეთ შეეძლება განსაზღვროს თავისი ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, აქტიურად გამოიყენოს ბიზნეს გეგმის თითეული კომპონენტი და ამასთან შეძლონ საგრანტო თუ სხვადასხვა მიმდინარე პროგრამების ფარგლებში არსებული შეთავაზებების გამოყენება.

✅ტრენინგი ხორციელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, პროექტ "ინკლუზიური შრომის ბაზარი სამუშაო ადგილების შესაქმნელად საქართველოში"
ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის მთავრობის მიერ.
ტრენინგი: "დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი"(SIYB)

#SIYB #Youth #Imereti #Terjola #ILO #GenerateYourBusinessIdea #StartYourBusiness

#