• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფელ ახალთერჯოლის უწყვეტი წყალმომარაგებით 630 ოჯახი ისარგებლებს

სოფელ ახალთერჯოლის უწყვეტი წყალმომარაგებით 630 ოჯახი ისარგებლებს

წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მოადგილესთან , მირზა ქოჩიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან , ასევე საკრებულოს წევრ ბიძინა ბუცხრიკიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

,, უწყვეტი წყალმომარაგება სოფლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ჩვენ მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავპირდით. ამ დროისთვის სამუშაო პროცესი ინტენსიურად ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 630 ოჯახი ისარგებლებს.“-მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე

პროექტის ფარგლებში, წყლის ცენტრალურ რეზერვუარს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო მიმწოდებელი მაგისტრალები და საქლორატორო.

სოფელ ახალთერჯოლაში სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი-ი-ეს“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 2 205 000 ლარს შეადგენს.

#