თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში 360 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად კეთილმოეწყო სკოლის შენობა, კორპუსი ადაპტირდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად - სასწავლო დაწესებულება სრულად აღიჭურვა თანამედროვე საკლასო სივრცეებით, შიდა და გარე სპორტული მოედნებით.
შენობა უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით: გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ახალი სისტემებით, რაც სასწავლო პროცესის უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სკოლის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.