• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფლის კრებები და კონსულტაციები თერჯოლაში დასრულდა

  თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,,  ფარგლებში   დასაფინანსებელი  პროექტების   შერჩევის  მიზნით,   მოსახლეობასთან  შეხვედრები დასრულდა.

 

 დღეს,  31 იანვარს ,დასახლებების  საერთო კრებები  ძევრის, გოგნისა  და ჩხარის  ადმინისტრაციულ ერთეულებში  შემავალ სოფლებში გაიმართა.

 

 შეხვედრებს თერჯოლის მერი-მანუჩარ რობაქიძე,  საკრებულოს თავმჯდომარესთან ,გიორგი ბარათაშვილთან  ერთად  დაესწრო.  შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ:  მერის მოადგილეები,ზვიად ბაზაძე  ,მირზა  ქოჩიაშვილი  და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები,   დავით გოგბერაშვილი და   ჯემალ ისაკაძე.

   საერთო კრებებზე  ადგილობრივებმა     პრიორიტეტად  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ,  გარე განათების სისტემის  და  ხელოვნურსაფარიანი  მინი მოედნის რეაბილიტაცია დაასახელეს.

    პროგრამის ფარგლებში ,საერთო კრებები  თერჯოლის  ყველა ადმინისტრაციულ  ერთეულში ჩატარდა,სადაც   მოსახლეობამ  ხმათა  უმრავლესობით  თავად გადაწყვიტა,  რას მოხმარდება  მუნიციპალიტეტისთვის  გამოყოფილი  690 000 ლარი.

     დღეს გამართულ  საერთო კრებებს   დაესწრნენ   თერჯოლის მერიის შესაბამისი სამსახურის   ხელმძღვანელი პირები,   სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები  და  მერის წარმომადგენლები.

#