• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სტიქია თერჯოლაში

   6 თებერვლის სტიქიამ  თერჯოლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა.  ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა    ათეულობით სახლს გადახადა სახურავი, წაქცეულია ხეები  ,დაზიანებულია საგზაო  ინფრასტრუქტურა ,ელექტრო გადამცემი  და გაზმომარაგების ქსელი.

   

დილიდან, სტიქიის შედეგებს ადგილზე  ეცნობოდა მუნიციპალიტეტის მერი,მანუჩარ რობაქიძე,  რომელიც პირადად შეხვდა დაზარალებულ მოსახლეობას და დახმარება აღუთქვა.

 

  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  მთელი დღის განმავლობაში  ჩართულნი  იყვნენ მერის მოადგილები: ზვიად ბაზაძე  და მირზა ქოჩიაშვილი,მერიის შესაბამისი სამსახურების ჯგუფთან ერთად.

    მუნიციპალიტეტის მერის  დავალებით შექმნილმა კომისიამ ზარალის  დათვლა  უკვე დაიწყო.

 

  სოფლებში დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზები და გაზმომარაგების ქსელზე ამ დრომდე მიმდინარეობს  აღდგენითი  სამუშაოები.სოფლების უმეტეს ნაწილს  ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება.

#